ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ალოობა 2021

10 ივნისი, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში მარცვლეული კულტურის მოსავლის აღებასთან დაკავშირებით, ალოობის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ნოდარ გოგაშვილმა, შპს „მექანიზატორის" გენერალურმა დირექტორმა პაატა ღვინიაშვილმა და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა მერთან გიორგი გოგილაშვილთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მთავარი მიზანი ალოობის პროცესის ადგილზე შესწავლა, არსებული საჭიროებების გამოვლენა და მოგვარება იყო.

მნიშვნელოვანია, რომ ალოობის საკოორდინაციო შტაბი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურადაა ჩართული მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესში, რაც ფერმერთათვის სათანადო დახმარებას ადგილზე გაწევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მარცველული კულტურის მოსავლის აღება უკვე დაწყებულია და სულ მალე აქტიურ ფაზაში შევა.

#სიღნაღისმერია

#ალოობა2021

 

გააზიარე