მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი
დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი დაიწყო.
მასში საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი 13 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომელთაც ჟიური შეაფასებს.
სასტარტო ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი გოგილაშილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით წელს პირველად ტარდება.
სასკოლო ჩემპიონატი რამოდენიმე ეტაპად წარიმართება. ამ დროის განმავლობაში ჟიური საუკეთესო გუნდს გამოავლენს, რომელიც რეგიონულ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.
დრევანდელი ღონისძიება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.