ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელი ვაქირი

#სოფელივაქირი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 420 მეტრზე მდებარეობს.

სოფელში ძირითადად ცხოვრობენ: ნანობაშვილები, ქემაშვილები, ხატიაშვილები, ხელაშვილები, ვარდიაშვილები, კვირიკაშვილები, ყანჩაშვილები.

რაც შეეხება სახელს, ერთნი ფიქრობენ, რომ ვაქირი მზის მოულოდნელი ამოსვლით გამოწვეული გაკვირვების შეძახილია, მეორენი კი ამ სიტყვას გაჯიუტებასთან- გაქირის ქმნასთან აიგივებენ. ამ ვერსიაშიც შესაძლებელია სიმართლის მარცვლის მოძებნა, მაგრამ უფრო რეალური ჩანს საბასეული განმარტება: „ვაქირი-მიზდური მოსარჩლე“, ანუ ქირის მომჩივანი.

ვაქირის შესახებ ისტორია ასე მოგვითხრობს: ვაქირი ქიზიყის ერთ-ერთი დაწინაურებულ სოფელია. ვაქირში ამ დრომდე შემონახულია მეტად საყურადგებო ძეგლები: კვირაცხოვლის და ნათლისმცემლის ეკლესიები, ასევე, ვაქირს ეკუთვნის სიღნაღის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაც. ვაქირის სასაფლაოზე შემორჩენილია ნანგრევები, რომლის სახელიც ”კოპალას” უკავშირდება. ამჟამად ცნობილია „ნატვრის წმინდა გიორგის“ სახელით.

ვაქირში იყვნენ ადამიანები,რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით სოფლის წინაშე. ერთ–ერთი მათგანია მღვდელი იოველ ხატიაშვილია, რომელმაც ხელი შეუწყო სოფელში წერა-კითხვის გავრცელებას და გახსნა საკუთარი საერო სკოლა, რომელიც პირველი იყო მთელ სიღნაღის მაზრაში. ამის შესახებ თვით იოველ ხატიაშვილი წერს: ”სკოლა გავხსენ, მე საქართველოს ეგსარხოსის მოწერილობისა ძალით, 1844 წელში, როდესაც არც ერთი სკოლა ჩვენს მხარეში არ იყო და ამ სკოლისათვის მე აღვაშენე ჩემი საკუთარი ხარჯით, ჩემ საკუთარ ადგილზე დიდი ქვითკირის სახლი. ამ სკოლას აქვს მარტო გული-სიგრძე 13 1\2 არშანი, განი 7 1\2 არშანი, 7 ფანჯარა – თითოს სიმაღლე 2 1\2 არშანი და განია 1 1\2 არშანი. გასახურებელი ბუხრები აქვს 2 და საჭირო მებელითაა გაწყობილი. ამ სკოლაში მე რამოდენიმე წელიწადი ვასწავლიდი უჯამაგიროდ”.

ვაქირი მრავალი ნიჭიერი და სახელოვანი მამულიშვილის გამზრდელია, როგორების იყვნენ თეოლოგი, ფილოსოფოსი, მქადაგებელი - იონა ხელაშვილი, მუსიკოსი - მიშელ დარიალი (მიხეილ ნანობაშვილი), მსახიობი - ვასო გოძიაშვილი, რომლის სახელობისაც არის ვაქირის კულტურის სახლი, აქვე მდებარეობს მისი სახლმუზეუმიც, პროფესორი - ალექსანდრე გზირიშვილი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე ილო მოსაშვილი, რომლის სახელსაც ატარებს ვაქირის საჯარო სკოლა.

ვაქირს ჰყავს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი გმირები: ვანო ხარაშვილი (5 მაისი 1971-4 ივნისი 1992) და ვანო ნანობაშვილი (18 დეკემბერი 1965-4 ივლისი 1993).

#სიღნაღისმერია

#სოფელივაქირი

#იმოგზაურესიღნაღში

 

გააზიარე