ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელი საქობო

სოფელი საქობო მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 450მ-ზე, სიღნაღიდან 7 კმ-ში.

თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე მას ამსგავსებდნენ ქვაბს, ღრმულს და გადმოცემის თანახმად, სწორედ აქედან მიიღო სახელწოდება (საქვაბე) საქობო. სოფ. საქობო ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ბოდბის ეპარქიას.

2014 წლის აღწერის მიხედვით სოფელში 2662 ადამიანი ცხოვრობს. საქობოში მდებარეობს წმინდა გიორგის, ღვთისმშობლის, სამების სახელობის ეკლესიები.

საქობო ცნობილია გამოჩენილი ადამიანების სიმრავლით, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით სახელი გაუთქვეს სოფელს. მათ შორის იყვნენ: გიორგი კანანელი - მწერალი, ზურაბ ბაკაშვილი - ცნობილი ქველმოქმედი, რომელმაც აღადგინა სოფელში მდებარე ეკლესიები, ეხმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს, უშანგი ჯიბღაშვილი - მეცნიერი, რომელმაც გამოიყვანა ხორბლის უნიკალური ჯიში, მის საქმიანობას დღესაც აგრძელებს მისი ქალიშვილი.

#სიღნაღისმუნიციპალიტეტი

#სოფელისაქობო

#შენისოფლისისტორია

 

გააზიარე