ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინტელექტუალური თამაში -„რა? სად? როდის?“ ფინალური ტური

24 ივნისი, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ფინალური ტური გაიმართა.

აღნიშნულ სასკოლო თამაშის ფინალში ექვსი საჯარო სკოლის - ილიაწმინდის, ქვემო ბოდბის, საქობოს, წნორის კერძო სკოლა „ეტალონი 2015“-ის, წნორის #1 და სიღნაღის გუნდები მონაწილეობდნენ.

ქულათა რაოდენობის მიხედვით, პირველი ადგილი ილიაწმინდის საჯარო სკოლის გუნდმა „გრიფონმა“, მეორე - ქვემო ბოდბის „სმარტებმა“, ხოლო მესამე - საქობოს გუნდმა „ფორტუნამ“ დაიკავეს.

გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა, რესურსცენტრის უფროსმა ლია ბეჟაშვილმა და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფრომა ხათუნა აღამონაშვილმა გადასცეს.

წამყვანის ნომინაცია - საუკეთესო მოაზროვნის საჩუქარი დავით ქადაგიშვილს გადაეცა.

ღონისძიების მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის ერუდიციისა და ინტელექტუალური დონის ამაღლება.

ინტელექტუალური ღონისძიება საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით ჩატარდა.

 

გააზიარე