შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი სიღნაღში
26 ივნისს საქართველოს ჩემპიონატი და სიღნაღელი მსოფლიო ჩემპიონის, შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი წოლჭიმში გაიმართა.
ტურნირი ყველა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში მონაწილეობა მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა, ვეტერანმა სპორტსმენმა, ზურამ ჭავჭანიძემ მიიღო.
ტურნირის აბსოლიტური ჩემპიონი და შოთა ბეჟაშვილის სახელობის თასის მფლობელი გიორგი ბეროშვილი გახდა, რომელმაც 260 კგ აწია და საქართველოს ახალი რეკორდიც დაამყარა.
გამარჯვებული სპორტსმენები ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, თემურ აბაზოვმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა და მსოფლიო ჩემპიონმა შოთა ბეჟაშვილმა დააჯილდოვეს.