ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ოლიმპიზმი სკოლებში

28 ივნისი, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლია ბეჟაშვილმა პროექტის - „ოლიმპიზმი სკოლებში“ გამაჯვებულ მოსწავლეებს სერთიფიკატები გადასცეს.

აღნიშნული პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელდა, რომელშიც „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული ექვსასამდე სკოლა იღებდა მონსაწილეობას. პროექტი სამი მიმართულებით მიმდინარეობდა:

➡️ სპორტული ვიქტორინა;

➡️ ნახატების კონკურსი;

➡️ პროექტი;

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებმა პროექტის მიმდინარეობისას აქტიური ჩართულობა და მაღალი მოტივაცია გამოიჩინეს და სამივე მიმართულებით წარმატება მოიპოვეს.

ქ. წნორის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლემ რატი ტუხაშვილმა საქართველოს მასშტაბით ნახატების კონკურსში გაიმარჯვა (პედაგოგი ლალი ხარაშვილი-ტუხაშვილი).

აღნიშნულ პორექტში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების ექსპერტი სპორტის მიმართულებით ლელა აბულაშვილი ხელმძღვანელობდა.

#სიღნაღისმერია

#ოლიმპიზმისკოლებში

 

გააზიარე