დამსახურებული მასწავლებლის წოდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად პედაგოგ ეთერ ბერიაშვილს დამსახურებული მასწავლებლის სტატუსის მიღება მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ეთერ ბერიაშვილი ქ.წნორის ნომერ პირველი საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც პირველია მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რომელმაც ეს ჯილდო დაიმსახურა.
მერია ულოცავს მას ამ წარმატებას და მადლობას უხდის იმ პროფესიული შრომისთვის, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ეწევა.