სოფელი ძველი ანაგა
სოფელი ძველი ანაგა არ განეკუთვნება ხანგრძლივი ისტორიის მქონე სოფელს. მისი ისტორია სულ რაღაც ასიოდე წელს მოიცავს. სოფლის სახელწოდება სავარაუდოდ, წარმოდგება იქიდან, რომ ოდესღაც ამ ტერიტორიაზე არსებობდა ანაგის სახნავ-სათესი მიწა.
საბჭოთა რეჟიმის დროს აქ ფუნქციონირებდა ეკონომიკურად მძლავრი კოლმეურნეობა. სოფელი გამოირჩეოდა იმით, რომ ძველი ანაგა მევენახეობის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი სოფელი იყო მთელს ქიზიყში.
ძველ ანაგაში ფუნქციონირებს ადმინისტრაციული შენობა, კულტურის სახლი, საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი. ასევე, აქ განთავსებულია მეორე მსოფლიო ომის გმირთა და ცხრა აპრილის გმირთა მემორიალები. მეორე მსოფლიო ომის დროს 226-მა ძველანაგელმა გმირმა შესწირა თავი სამშობლოს დაცვას.
სოფელში ბოლო წლებში დასრულდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძრის მშენებლობა.
ძველი ანაგა ამ დროსითვის თანამედროვე, ინფრასტრუქტურულად გამართული სოფლია.
სოფელში რეგისტრირებულია 2000-მდე მაცხოვრებელი.