საკრებულოს სხდომა - სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო - 06.08.2021
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დღის წესრიგი:
1. 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის გასაკრავად ადგილების განსაზღვრის შესახებ;
მომხსენებელი: შალვა ბახტურიძე, ილია ბაიდოშვილი.
2. 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სიღნაღის მუნიციპალიტეტში საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზების შესახებ;
მომხსენებელი: შალვა ბახტურიძე, ილია ბაიდოშვილი.
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერისათვის ქ. სიღნაღში კოსტავას ქუჩაზე მდებარე (ს.კ 56.14.41.472) 102 კვ. მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 4 კვ.მ მიწის პირდაპირი წესით სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარა) საბა ღლიღვაშვილისთვის გადაცემასა და ქონების საიჯარო ქირის საფასურის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, გოჩა ტოკლიკიშვილი.
4 .სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის 2021 წლის ექვსი თვის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ.
მომხსენებელი: ლია ბაკაშვილი, ნანა ნანობაშვილი.