სიღნაღიდან მიუსაფარი ცხოველები თავშესაფარში გადაიყვანეს
დღეს, ა(ა)იპ მიუსაფარ ცხოველთა კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტოს წარმომადგენლებმა ქალაქ სიღნაღიდან უმეთვალყურეოდ დარჩენილი ათი ძაღლი დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.
საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, მათ გაეწიათ ვეტერინალური მომსახურება, ჩაუტარდათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და სტერილიზაცია.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მიუსაფარ ცხოველებს ადგილზე დააბრუნებენ.
ა(ა)იპ მიუსაფარი ცხოველების კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ქოლ-ცენტრი მოქალაქეებს 24/7 მოემსახურება: 555 23 74 14