ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა

22 ნოემბერი, 2021

დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა შშმ პირებისთვის მნიშვნელოვანი, ასევე, მათი საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების საკითხები განიხილეს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო წარმოადგენს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს. 

 

გააზიარე