ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა "შშმ პირთა მშობელთა კავშირის" წარმომადგენლებთან

26 ნოემბერი, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი "შშმ პირთა მშობელთა კავშირის" წარმომადგენლებს შეხვდა.

მათ მერს ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკა, შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

განიხილეს შვეიცარიელი დონორის მიერ 2018 წლიდან დღემდე, შინ მოვლის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები.

ასევე, ისაუბრეს იმ საჭიროებების შესახებ, რასაც შვეიცარიული ასოციაცია MTE (შეხვდი, ასწავლე, წაახალისე) აფინანსებს ოჯახებისთვის.

"ვფიქრობ, შინ მოვლის არსებობა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი სერვისი იქნება მოვლის საჭიროების და პალიატიური მზრუნველობის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. თუმცა, საკითხი სიღრმისეულად შესწავლას საჭიროებს", განაცხადა საუბრისას მალხაზ ბეგიაშვილმა. 

 

გააზიარე