ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

10 დეკემბერი, 2021

✅ 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები მუნიციპალიტეტში არსებულ ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა თავშესაფარს ესტუმრნენ.

✅ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაწესებულების ხელმძღვანელს ია ფირაშვილს შეხვდნენ და ბენეფიციარებისთვის ბიბლიოთეკის მოსაწყობად წიგნები გადასცეს.

✅ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან საინფორმაციო კამპანიას სიღნაღის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა, რომელიც შემაჯამებელ ღონისძიებას 13 დეკემბერს ვაქირის ახალგაზრდულ ცენტრში დოკუმენტური ფილმის - „უთქმელი ისტორიების“ ჩვენებით დაასრულებს.

#არაძალადობას

#დაიცავიშენიუფლებები

 

გააზიარე