ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წნორში ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს

14 თებერვალი, 2022

#დაგპირდითდავასრულებთ

ქალაქ წნორში ახალი სკვერის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ამ დროისთვის სკვერის ტერიტორიაზე მიწის მოჭრის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი 1 ჰექტრის ფართობზე სკვერის, შადრევნის, გამწვანების, სარწყავი სისტემის, ასევე საბავშვო და სატრენაჟორო სივრცის, ამფითეატრისა და განათების მოწყობას ითვალისწინებს.

ახალი სკვერის მოწყობაზე 1 997 146 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები, „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. 

 

გააზიარე