ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ წნორში ჭავჭავაძის ქუჩის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

18 თებერვალი, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ჭავჭავაძის ქუჩის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 739 431 ლარია, 1257 მეტრის მანძილზე ორფენოვანი ასფალტის დაგებას და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო და სანიაღვრე მოეწყო. უახლოეს დღეებში გზის საფარის მეორე ფენა დაიგება.

გზის რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

#დაგპირდითდავასრულებთ

#რეგიონშიგანსახორციელებელიპროექტებისფონდი

#სიღნაღისადგილობრივიბიუჯეტი

#საგზაოინფრასტრუქტურისმოწყობა

 

გააზიარე