ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა ნუკრიანსა და ბოდბეში

7 მარტი, 2022

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადების შერჩევის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ ნუკრიანში, ბოდბესა და ქვემო ბოდბეში მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოფელში არსებული საჭირობებიდან გამომდინარე პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები წარმოადგინეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხელს უწყობს, როგორც სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრას.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების დასაფინანსებლად სულ 340 000 ლარია გამოყოფილი. 

 

გააზიარე