აქცია უკრაინის დასახმარებლად
პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია სიღნაღშიც აქტიურად მიმდინარეობდა. ჰუმანიტარული ტვირთი მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოგროვდა. მერიის სარეზერვო ფონდიდან კი არამალფუჭებადი საკვები პროდუქტების შესაძენად 10 000 ლარი გამოიყო. უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მოგროვილი საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და ჰიგიენური ნივთები ხვალ გაიგზავნება. ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მთავრობა განახორციელებს.