მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის 2022 წლის I კვარტლის სოციალური პაკეტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური პაკეტით 2022 წლის I კვარტალში ისარგებლა 777 მოქალაქემ და მასზე დაიხარჯა 179 553.50 ლარი.
კერძოდ:
სამედიცინო დახმარების მუხლი (166 ბენეფიციარი) -79986 ლარი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (132 ბენეფიციარი) - 14260 ლარი;
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (33 ბენეფიციარი) - 6600 ლარი;
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (280 ბენეფიციარი) - 30710 ლარი;
იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვა (7 ბენეფიციარი) - 750 ლარი;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვა (18 ბენეფიციარი) - 2700 ლარი;
მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მშობლის სოციალური დაცვა (13 ბენეფიციარი) - 1450 ლარი;
ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისათვის ოჯახების დახმარება (3 ბენეფიციარი) - 15000 ლარი;
ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახებიდან სტუდენტების დახმარება (12 ბენეფიციარი) - 12937.50 ლარი;
დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებზე ყოველთვიურად გასაცემმა თანხამ შეადგინა (სულ - 31 ბენეფიციარი) - 6960 ლარი;
დედის დღესთან დაკავშირებით 82 მრავალშვილიან დედას გაეწია დახმარება სულ - 8200 ლარი.