9 აპრილი
#დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. სიღნაღში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ხოლო სასულიერო პირმა ამ დღეს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და აფხაზეთის ომის ვეტერანმა თამაზ ბურდულაძემ 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამავე დროს, ქ. სიღნაღში არსებული 9 აპრილის მემორიალის დადგმის ისტორია თეატრის რეჟისორმა მურად ვაშაკიძემ გაიხსენა.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.