კომისიის სხდომები - სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო- საბიუჯეტო, იურიდიული და ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიების სხდომები გაიმართა.
კომისიებზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა
დღის წესრიგი:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ სიფრაშვილი, მალხაზ ხუციშვილი.
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2021 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: ანა შაიშმელაშვილი, მალხაზ ხუციშვილი.
კომისიის თავმჯდომარე: მალხაზ ხუციშვილი
საკრებულოს იურიდიული კომისიის სხდომა
დღის წესრიგი:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიის რეგისტრაციის შესახებ.
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა
დღის წესრიგი:
1. საპრივატიზებო ობიექტის ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი
2.”სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯუგაანში მდებარე შენობის (ამბულატორიის) პირველი სართულის 62.96 კვ.მ -ის ფართობის (საკ კოდი #56.06.54.005), პირდაპირი წესით სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარა) თამაზ ალადაშვილზე (პ.ნ. 10001007518) გადაცემასა და ქირის საფასურის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ”სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17თებერვლის #11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი
3. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. სიღნაღში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 3035 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს.კ.№56.14.42.040) 12 კვ.მ. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარით) გადაცემასა და საიჯარო ქირის საფასურზე თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი
4. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ვაქირში, ადმინისტრაციული შენობის (საკადასტრო კოდი №56.02.56.002) I სართულზე მდებარე 17.76 კვ.მ. ფართობის ერთი ოთახის პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარით) გადაცემასა და საიჯარო ქირის საფასურზე თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი
კომისიის თავმჯდომარე: ზურაბ მინდორაშვილი