ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამშენებლო ობიექტები

28 April, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო ობიექტები ადგილზე მოინახულეს.

მერიის თანამშრომლები სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამუშაო პროცესის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ამავე დროს, შეაფასეს რამდენად ხარისხიანად, ვადების დაცვითა და პროექტთან შესაბამისად მიმდინარეობს ესა თუ ის სამუშაო.

დავით დურგლიშვილმა თანამშრომლებთან ერთად შემდეგი ობიექტები მოინახულეს: ბროწლიანის დასახლებაში მშენებარე სპორტული მოედანი, საქობოში გადახურული ორი კორპუსი, ქალაქ წნორში მშენებარე სკვერის სამუშაოები, ჯუგაანსა და ანაგაში მიმდინარე გზების მშენებლობა, წნორის მესამე საჯარო სკოლის პირველი სართულის რეაბილიტაცია, მაშნაარის ბაღის სახურავის გადახურვა. 

 

გააზიარე