ბავშვთა თეატრალური ფესტივალი „ქიზიყი 2022“ საზეიმოდ დაიხურა
დაჯილდოების ცერემონიალს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და საჯრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.
მალხაზ ბეგიაშვილი ფესტივალში მონაწილე ბავშვთა თეატრალურ დასებს სცენიდან მიესალმა და საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში გამარჯვებული თბილისის საბავშვო მუსიკალური თეატრი „ჭინჭრაქა“ სიგელით დააჯილდოვა.
ფესტივალზე სხვადასხვა ნომინაციები იყო დაწესებული, რომელიც მოწვეულმა სტუმრებმა რეჟისორებს და ფესტივალის მონაწილეებს საზეიმოდ გადასცეს.
ბავშვთა თეატრალური ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 12 თეტრალური დასი იღებდა მონაწილეობას.
ღონისძიება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და ააიპ „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით მრავალი წელია ტარდება.