ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამო
სიღნაღის ხელოვნების სასწავლებელში ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს.
ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.
კონცერტზე კომპოზიტორის ცნობილი ნაწარმოებები შესრულდა.