ბიუროს სხდომა - სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, ბიუროს წევრებმა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს, რომელიც 2022 წლის 22 ივნისს 12:00 საათზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ.სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი #2 ) გაიმართება
დღის წესრიგი:
1.მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის ია პაპუაშვილის 2021 წლის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი, მზია სუხიშვილი
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქ. სიღნაღსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ;
მომხსენებელი: გიორგი ბაღანაშვილი, ირაკლი ზურაშვილი
3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ნუკრიანსა და სოფ. ბოდბეში (ზემო ბოდბე) განსახორციელებელი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ;
მომხსენებელი: გიორგი ბაღანაშვილი, ირაკლი ზურაშვილი
4.ა(ა)იპ ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორის მურად ვაშაკიძის ანგარიში 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;
მომხსენებელი: მურად ვაშაკიძე , ნანა ნანობაშვილი
5. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის 2021 წლის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ხუციშვილი
6. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი
7. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის #14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი
8. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის #12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი
9. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის #13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი
10. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის #16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი
11. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის18 აგვისტოს #24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი