მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის თამაშები დაიწყო
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის თამაშები დაიწყო.
პირველ შეჯიბრში საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი 15 გუნდი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც ჟიურიმ შეაფასა. შედეგად მეორე ეტაპზე 11 გუნდი გადავიდა.
ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, მოადგილე ვანო მირიანაშვილი და რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი ესწრებოდნენ.
სასკოლო ჩემპიონატი რამოდენიმე ეტაპად წარიმართება. ამ დროის განმავლობაში ჟიური საუკეთესო გუნდს გამოავლენს, რომელიც რეგიონულ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.