ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური პაკეტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური პაკეტით 2022 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ისარგებლა 1449 მოქალაქემ და მასზე დაიხარჯა 345 590 ლარი.
კერძოდ:
სამედიცინო დახმარების მუხლი (377 ბენეფიციარი) - 182 148 ლარი;
იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვა (8 ბენეფიციარი) - 850 ლარი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (232 ბენეფიციარი) - 25 010 ლარი;
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (58 ბენეფიციარი) - 11 600 ლარი;
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი დახმარება (576 ბენეფიციარი) - 65 710 ლარი;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვა (36 ბენეფიციარი) - 5 500 ლარი;
მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მშობლის სოციალური დაცვა (23 ბენეფიციარი) - 2 600 ლარი;
ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მოყენებული ზარალისათვის ოჯახების დახმარება (8 ბენეფიციარი) - 17 260 ლარი;
სოციალურად დაუცველი სტუდენტების, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტების დახმარება (15 ბენეფიციარი) - 16 312 ლარი;
100 წლის უხუცესთა სოციალური დახმარება - 400 ლარი (2 მოქალაქე);
დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებზე ყოველთვიურად გასაცემმა თანხამ შეადგინა (32 ბენეფიციარი) - 10 000 ლარი;
დედის დღესთან დაკავშირებით 82 მრავალშვილიან დედას გაეწია დახმარება, სულ - 8 200 ლარი.