წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპები გადაეცათ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლია ბეჟაშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლების საბაზისო საფეხურის 10 ქულაზე დამთავრებულ, 91 (დამრგვალების გარეშე) წარჩინებულ მოსწავლეს ლეპტოპები პირადად გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“ საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება. მის მიზანს კი, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა\სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.