სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში მონაწილე მხატვრების და მოქანდაკეების ნამუშევრები გამოიფინა, რომლის ნახვა ნებისმიერი მსურველისთვის იყო შესაძლებელი.
ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, მონაწილეთათვის განკუთვნილი ფულადი ჯილდო ყველას თანაბრად გადაუნაწილდა.
მათ სერთიფიკატები პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ თეონა ჯაყელმა გადასცეს.
ფესტივალის ფარგლებში ფოტო კონკურსიც მიმდინარეობდა, რომლის გამარჯვებული მოყვარული ფოტოგრაფი, ლიზი შელია გახდა.
ფესტივალი გალა კონცერტით დაიხურა.