სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში (სოფლის ბოლოს) საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
ამ ეტაპზე, მიწის საფუძვლის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, 755 მეტრის მანძილზე ორფენოვანი ასფალტო-ბეტონის საფარი და სანიაღვრე მოეწყობა.
გზის რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 597 965 ლარი დაიხარჯება.