ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

11 ოქტომბერი, 2022
„შრომისმოყვარე, შემოქმედებითი და ღვაწლმოსილი მასწავლებელი, რომელიც 45 წელია მომავალი თაობის აღზრდას და განათლებას ემსახურება“,- ამ სიტყვებით წარუდგინა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობას სოფელ ანაგის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე ვარამაშვილი რესურს-ცენტრის უფროსმა ლია ბეჟაშვილმა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები სოფელ ანაგის ღვაწლმოსილ პედაგოგს მარინე ვარამაშვილს შეხვდნენ და დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო გადასცეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის რესურს-ცენტრის წარდგენით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა“ მარინე ვარამაშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიანიჭა.
მალხაზ ბეგიაშვილმა მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მარინე ვარამაშვილს მადლობა გადაუხადა და ფულადი ჯილდო გადასცა.

 

გააზიარე