ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ნუკრიანში ახალი სპორტული დარბაზი შენდება

1 ნოემბერი, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოები მერის პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაღანაშვილმა დაათვალიერეს.
„მთის ფონდის“ დაფინანსებით, შენობაში თანამედროვე ტიპის დარბაზი, გასახდელები და საშხაპეები მოეწყობა.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სპორტული დარბაზით არამხოლოდ ნუკრიანის არამედ მეზობელი სოფლის მოსახლეობაც ისარგებლებს, რაც მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით ხორციელდება.

 

 

გააზიარე