შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე 2022 წლის ბოლომდე მიზნობრივი ჯგუფის წარმოამდგენლებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები და აქტივობები განიხილეს.
საბჭოს სხდომაზე ასევე მოწყვლადი ჯგუფის ჯანმრთელობის დაცვაზე, სოციალური სერვისების გაუმჯობესების შესაძლებლობებზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო საკითხების მოგვარებაზე ისაუბრეს.