ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შემოდგომის ზეიმი ილიაწმინდის საჯარო სკოლაში

4 ნოემბერი, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდის საჯარო სკოლაში შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზოგადოების სიმღერები, ცეკვები, ლექსები, და ქართული ფილმებიდან ნაწყვეტები წარუდგინეს.
შემოდგომის ზეიმს, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი, რესურსცენტრის უფროსი ლია ბეჟაშვილი და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
შემოდგომის ზეიმი თათარის მოდუღებით, ჩურჩხელის გავლებით და შემოდგომის ნობათის დაგემოვნებით დასრულდა.

 

 

გააზიარე