ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერის ანგარიში მოსახლეობას

8 ნოემბერი, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა მოსახლეობას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
მალხაზ ბეგიაშვილმა 2022 წელს შესრულებული სამუშაო, განხორციელებული პროექტები, მერიის სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და მიმდინარე გეგმებზე ისაუბრა.
ანგარიშის წარდგენას სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, რიგითი მოქალაქეები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მალხაზ ბეგიაშვილმა საზოგადოებას 2023 წელს დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.

 

გააზიარე