ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„მანსანკანის“ რეგიონული ტურნირი

20 დეკემბერი, 2022
17 დეკემბერს ქალაქ გურჯაანში საჯარო სკოლებს შორის მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი „მანსანკანის“ რეგიონული ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გუნდმა მიიღო.
ჟიურის შეფასებით, რეგიონული ტურნირის ფინალურ თამაშში მეორე ადგილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებულები მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და მერის მოადგილემ გოჩა ვარდიაშვილმა დააჯილდოვეს.

 

 

გააზიარე