ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებთან

28 თებერვალი, 2023
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში (DGG)“ პროექტთან თანამშრომლობით, იწყებს მუნიციპალიტეტების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტების შემუშავებას.
პროექტის შესახებ ინფორმაცია დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს პროექტის კონსულტანტმა ლიზი სოფრომაძემ გააცნო.
მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მუნიციპალიტეტის უმთავრეს პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის დროს საკრებულოსა და მერიის როლზე, მისი დაგეგმვის და განხორციელების ეტაპებზე.
ეს არის მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივი ხელისუფლების მიზნებს, ამოცანებს, მათი მიღწევის კონკრეტულ მექანიზმებსა და მუნიციპალიტეტის განვითარების კურსს, როგორც წესი, 4 წლის განმავლობაში.
პროექტის კონსულტანტის, ლიზი სოფრომაძის თქმით, საკრებულოების წევრების ჩართვა პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში მნიშვნელოვანია სხვადასხვა სოციალური ჯგუფის საჭიროებების გამოხატვისთვის, რომელიც ორიენტირებულია სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამდენად, არჩეული თანამდებობის პირების ცნობიერების ამაღლება სტრატეგიული პოლიტიკის დოკუმენტებისა და დაგეგმვის პროცესში ჩართვის შესაძლებლობების შესახებ ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე მონაწილეობით პრაქტიკის დამკვიდრებას.

 

გააზიარე