ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ წნორში რუსთაველის ქუჩის გზის რეაბილიტაცია

15 მარტი, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.
ქალაქ წნორში რუსთაველის ქუჩის და მისი ჩიხების რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტი, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რუსთაველის ქუჩაზე ორფენოვანი ასფალტის საფარის დაგებას, ტროტუარის, სანიაღვრის და ეზოებთან მისასვლელების მოწყობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ მრავალი წლის მანძილზე აღნიშნულ ქუჩაზე გზა ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.
რეაბილიტირებული გზით წნორში 1500 ბენეფიციარი ისარგებლებს.

 

გააზიარე