ახალი სპორტული მოედანი ქ.სიღნაღში
მალე, ქალაქ სიღნაღს ახალი სპორტული მოედანი ექნება.
სიღნაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის მოხრეშვა დასრულდა და დამცავი ბადეების მოწყობა მიმდინარეობს.
სათამაშო მოედნის მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 460 012 ლარი დაიხარჯება.