ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

30 მარტი, 2023
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სიღნაღის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება.
სოფელ ანაგაში შიდა საუბნო - ე.წ. „მთავარანგელოზის“ გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის მიხედვით, 845 მეტრის მანძილზე ბეტონის გზა დაიგება, ასევე, სანიაღვრე, საგზაო ნიშნები და სიჩქარის შემზღუდველები მოეწყობა.
გზის რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ღირებულებაც 949 778 ლარს შეადგენს.
რეაბილიტაციის დაწყებამდე გზა სრულად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ისე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას.

 

გააზიარე