ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები დაიწყო

5 April, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის 2023 წლის შესარჩევი თამაშები დაიწყო.
პირველ შეჯიბრში საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარმა 14 გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ჟიურიმ შეაფასა.
ჟიურის გადაწყვეტილებით. შემდეგ ეტაპზე 14 გუნდიდან 10 გუნდი გადავიდა.
ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპად წარიმართება. ამ დროის განმავლობაში ჟიური საუკეთესო გუნდს გამოავლენს, რომელიც რეგიონულ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.
თამაშები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.

 

გააზიარე