,,იდიდე, წიგნო, იდიდე!"
26 აპრილს საქობოს ბიბლიოთეკაში ღონისძიება ,,იდიდე, წიგნო, იდიდე!“ გაიმართა.
საღამო ღონისძიების ორგანიზატორს და ამ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ვენერა კვირიკაშვილს მიყავდა.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ბიბლიოთეკის სხვადასხვა ასაკის ყველაზე აქტიური მკითხველები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი, (ა)ი.პ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის დირექტორი ნათელა ნადიკაშვილი და მოწვეული სტუმრები.
,,მოგეხსენებათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თვალსაწიერის გაფართოება და წიგნისადმი ინტერესის გაღვივება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მუნიციპალიტეტში ასეთი ღონისძიებები“ აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ ქალბატონ ვენერა კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.