ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღელი სპორტსმენი საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის პრიზიორი გახდა

1 May, 2023
სიღნაღელი სპორტსმენი ლიკა კეჭაღმაძე საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის პრიზიორი გახდა.
მიმდინარე წლის 29-30 აპრილს სომხეთში, ქალაქ ერევანში, კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
შეჯიბრში მონაწილეობას 5 ქვეყანასთან ერთად საქართველოს ნაკრების 11 სპორტსმენი და მათ შორის ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის ქალაქ წნორის კიკბოქსინგის სექციის კიკბოქსიორი გოგონა, ლიკა კეჭაღმაძე (მწვრთნელი დავით სარდალიშვილი) იღებდნენ მონაწილეობას.
ლიკამ ორი ბრძოლა ჩაატარა, ერთი აშკარა უპირატესობით მოიგო, ხოლო მეორეში დამარცხდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა. საქართველოს ნაკრებმა კი შვიდი ოქრო მოიპოვა და პირველი გუნდური ადგილი დაიკავა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ქართველ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს მიღწეულ წარმატებას.

 

გააზიარე