საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში
გაიცანით ანი გულდამაშვილი - საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში.
ანი გულდამაშვილი დაიბადა 2004 წლის 12 იანვარს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში. დაამთავრა ბოდბისხევის საჯარო სკოლა.
სპორტსმენმა ქალთა ძიუდოს სექციაში ვარჯიში 2019 წელს დაიწყო.
2021 წელს ქალაქ გორში საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში დაიკავა II ადგილი.
2022 წელი - საერთაშორისო ტურნირი თურქეთის სახელმწიფოში - ჩემპიონატი ძიუდოში II ადგილი.
2022 წელი - საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში II ადგილი;
2023 წელი - საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც ანი გულდამაშვილმა წარმატებით იასპარეზა და გახდა საქართველოს ჩემპიონი.
ანი გულდამაშვილი არის საქართველოს ახალგაზრდული ეროვნული ნაკრების წევრი (პირველი ნომერი). მისი მიზანია 2023 წლის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვოს ოლიმპიური ლიცენზია.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ანი გულდამაშვილს ულოცავს საქართველოს ჩემპიონობას და სპორტულ კარიერაში წარმატებებს უსურვებს.