ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელისო ბოლქვაძე სიღნაღს ეწვია

11 May, 2023
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, კომიტეტის წევრი როსტომ ჩხეიძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს, მალხაზ ბეგიაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ჯანიკაშვილს და მერის მოადგილეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების მიმართულებით თანამშრომლობა განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სახელოვნებო განათლების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ელისო ბოლქვაძემ პედაგოგ-მასწავლებლებს სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით კომიტეტის ხედვა გააცნო. ელისო ბოლქვაძის განცხადებით, რეფორმა საქართველოს მასშტაბით, მომავალი წლიდან იგეგმება.
„იმ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რაც სახელოვნებო განათლებაშია. შეხვედრა სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

გააზიარე