შეხვედრა კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე
„იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში,“ - აღნიშნული სახელწოდებით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას მათი უფლებების, კომპანიის ვალდებულებების, განცხადების წარდგენის, განხილვის წესებისა და შემდგომი რეაგირების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრის მიზანია კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მექანიზმების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება.