საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს.
დღის წესრიგი:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერისთვის სსიპ-საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსების მიზნით გრანტის მიღებაზე თანხმობის შესახებ.
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი.
სხდომას ასევე ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი, რომელმაც საკრებულოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.