ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბიუროს სხდომა

22 ივნისი, 2023
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს.
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ა(ა).ი.პ. „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის თენგიზ მოსულიშვილის 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: თენგიზ მოსულიშვილი, ნანა ნანობაშვილი
2. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ სიფრაშვილი, მალხაზი ხუციშვილი
3. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
მომხსენებელი: ლია ბაკაშვილი, ნანა ნანობაშვილი

 

გააზიარე