ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტრენინგი მუნიციპალური სოციალური პროგრამების თემაზე

26 ივნისი, 2023
21-23 ივნისი, სიღნაღის მერიის სოციალური მომსახურებების მონაწილეობით დაგეგმვის პროცესში ჩართული სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა.
შეხვედრებზე სოციალური მომსახურების მიზნები და პრინციპები, უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურება, სოციალური მომსახურების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი, ასევე მიზნობრივ ჯგუფების საჭიროებების განსაზღვრა, კონტექსტის ანალიზი და მიზნობრივი ჯგუფისათვის პროგრამის შერჩევის საკითხები განიხილეს.
აღნიშნული სამუშაო ჯგუფი, მერიის, საკრებულოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მომსახურებით მოსარგებლეებისგან შედგება.
მნიშვნელოვანია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან გამოხატული ინტერესის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტი პროექტის „პარტნიორობა მუნიციპალური სოციალური პოლიტიკისთვის“ სამიზნე მუნიციპალიტეტად შეირჩა.
პროექტს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

 

გააზიარე