მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ივნისის თვის სოციალური პაკეტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური პაკეტით, 2023 წლის ივნისის თვეში, 223 მოქალაქემ ისარგებლა და მასზე 58835 ლარი დაიხარჯა.
კერძოდ:
სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება (36 ბენეფიციარი) – 14510 ლარი;
ოპერაციების თანადაფინანსება (22 ბენეფიციარი) - 8525 ლარი;
ბავშვთა და მოზრდილთა მკურნალობა-რეაბილიტაცია (6 ბენეფიციარი) - 4165 ლარი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (27 ბენეფიციარი) - 5200 ლარი;
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (11 ბენეფიციარი) - 2200 ლარი;
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (76 ბენეფიციარი) - 14350 ლარი;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება (2 ბენეფიციარი) 700 ლარი;
მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მშობლის სოციალური დაცვა (4 ბენეფიციარი) - 700 ლარი;
იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დახმარება (1 ბენეფიციარი) – 200 ლარი;
დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ფინანსური დახმარება (1 ოჯახი) – 3500 ლარი;
ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისათვის დახმარება (2 ოჯახი) - 1085 ლარი;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებზე ყოველთვიურად გასაცემმა თანხამ შეადგინა (33 ბენეფიციარი) - 3300 ლარი;
100 წლის უხუცესთა სოციალური დახმარება (2 მოქალაქე) - 400 ლარი.